პროგრამაზე მიიღებიან პირები, რომლებსაც გაჩნიათ ბაკალავრის ხარისხი (მინ. 180 კრედიტი, რომელიც შეესაბამება კრედიტების ტრანსფერის ევროპულ სისტემას (ECTS)) საინჟინრო ან მეცნიერების სფეროში ან აქვთ სფეროსთან დაკავშირებული გარკვეული კომპეტენცია.
პროგრამაზე მიღების წინაპირობებია:
- საბაკალავრო ხარისხი შესაბამის დარგებში. დეტალური ინფორმაციისთვის გადადით მითითებულ ბმულზე;
- საერთო სამაგისტრო გამოცდა (საქართველოს მოქალექეებისთვის);
- მისაღები წერითი გამოცდა (რომელიც მოიცავს იგლისურ ენას B2 დონეზე და ლოგისკისა და რაოდენობირვ საკითხებს). ტესტის ნიმუში;
- შიდა ზეპირი გამოცდა/გასაუბრება ერთობლივ აკადემიურ კომისიასთან (JAC).
წარმოსადგენი დოკუმენტაცია
- შევსებული online აპლიკაცია
- ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის და ნიშნების ფურცელის ასლი ან უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ
- უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ დიპლომი უნდა იყოს დამოწმებული აპოსტილით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ
- უცხო ენაზე შედგენილი დოკუმენტ(ებ)ი უნდა წარმოადგინოთ ქართულად თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიულად
- პირადობის მოწმობის ასლი
- სარეკომენდაციო წერილი
- სამხედრო მიწერის ასლი (ვაჟებისთვის)
- ორი ფერადი ფოტოსურათი 3X4, ბეჭდური და ციფრული ვერსია CD-ზე
თარიღები:
- საბუთების მიღება: 11 სექტემბერი (10:00-18:00 საათამდე, ოთახი A2), 2024;
- მისაღები და საგრანტო ტესტირება: 12 სექტემბერი, 2024;
- მიმღებ კომისიასთან გასაუბრება: 13 სექტემბერი, 2024.
სწავლის საფასური:
- საქართველოს მოქალაქეებისათვის - 17 500 ლარი
- არარეზიდენტებისათვის - 14 000 €
დაფინანსება ციფრული ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე
მაგისტრანტობის მსურველებს კავკასიის უნივერსიტეტში უნიკალური შესაძლებლობა აქვთ, მოიპოვონ დაფინანსება ციფრული ლოგისტიკის სამაგისტრო პროგრამაზე.
CU-DLM გრანტის მოპოვება შეუძლია ყველა მსურველს, ვინც შეავსებს პროგრამის აპლიკაციას და წარმატებით გაივლის საგრანტო კონკურსს.
პროგრამაზე სამი ტიპის დაფინანსების მოპოვება შეგიძლიათ:
- 1 - CU-DLM გრანტი, რომელიც დააფინანსებს სრული პროგრამის სწავლის საფასურს 2 000 ევროს ოდენობით
- 2 - სახელმწიფო გრანტი, რომელიც დააფინანსებს სრული პროგრამის საფასურს 780 ევროს ოდენობით
- 3 - DAAD-ის გრანტი, რომელიც გაიცემა სწავლების მეორე წელს. სრული გრანტი 11 800 ევროს შეადგენს
CU-DLM გრანტი რიცხვებში
დაფინანსების მოპოვება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში თუ კი შეავსებთ აპლიკაციის ფორმას, წარმატებით გაივლით საგრანტო კონკურსს, რაც მოიცავს ტესტირებას და გასაუბრებას მიმღებ კომისიასთან.
წლიური საფასური* |
წლიური საფასური CU-DLM გრანტის მოპოვებისას (1 000 €*) |
წლიური საფასური CU-DLM და სახელმწიფო გრანტის მოპოვებისას (2 250 ₾)* |
17 500 ლარი |
14 000 ლარი |
11 750 ლარი |
DAAD-ის გრანტი
დაფინანსების მოპოვება შეგიძლიათ მაგისტრატურაზე სწავლის მეორე წელს. კანდიდატის შერჩევა ხდება სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით საუკეთესო სტუდენტებს შეარჩევს.
სასწავლო გრანტი სტუდენტს ეძლევა ყოველთვიურად 934 ევროს ოდენობით 12 თვის განმავლობაში რაც ჯამურად, 11 208 ევროა. სტუდენტი სტიპენდიის გარდა, დამატებით იღებს ბერლინის მიმართულებით ორმხრივი ბილეთის საფასურს არაუმეტეს 675 ევროსი.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი სწავლების ბოლო სემესტრში არ დარჩება ვილდაუს უნივერსიტეტში, გერმანიაში, დაფინანსებას მიიღებს 6 თვის განმავლობაში, რაც ჯამურად 5 604 ევროა.
* სამაგისტრო პროგრამაზე შესაძლოა სწავლის საფასური შეიცვალოს სავალუტო კურსის ცვლილების შემთხვევაში.
გთხოვთ, არჩევანის გაკეთების დროს ფასი შეამოწმოთ საერთო სამაგისტრო გამოცდის გზამკვლევში მისამართზე: NAEC.GE.
** სახელმწიფო გრანტი გაიცემა ლარში, შესაბამისად მისი ევროში გამოხატვა პირობითია და შესაძლოა შეიცვალოს იმ დროინდელი კურსიდან გამომდინარე, როცა თქვენ სახელმწიფო გრანტი მოგეცემათ.