ხატვის სტუდია - არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისთვის განკუთვნილი სივრცე, სადაც მიმდინარეობს პრაქტიკული ლექციები.
|
არქიტექტურული აუდიტორია - კომპიუტერული პროგრამებისა და პროექტირების სივრცე არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისთვის.
|
ელექტრონიკის ლაბორატორია - ამ სივრცეში ელექტრონიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ ცოდნას და გამოცდილებას იღებენ.
|
ხელოვნების სტუდია - ეს სტუდია სარეპეტიციო სივრცეა უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური კლუბებისთვის: თეატრალური დასი, ფოლკლორისა და ცეკვის ანსამბლები.
|
კლინიკური უნარ-ჩვევების ლაბორატორია - ამ სივრცეში სამედიცინო მიმართულების სტუდენტები თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში განახორციელებენ.
|
სასამართლო დარბაზი - სასამართლო დარბაზში ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიება სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის, მაგ: ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი.
|
მედიის სკოლის სტუდია - მომავალ ჟურნალისტებს აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ კამერასთან და სუფლიორთან მუშაობა, მონტაჟი, ხმის ჩაწერა, გადაღებების ორგანიზება, გადაცემის მომზადება და ისეთი ძირითადი საკითხები, რაც მათი მომავალი პროფესიისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებია.
|
არქიტექტურული სტუდია - სტუდიაში სტუდენტებს აქვთ საშუალება მიიღონ გამოცდილება უნივერსიტეტში მომუშავე ლექტორებისგან, არქიტექტორებისგან. სტუდიის მუშაობა ორიენტირებულია სტუდენტის კვალიფიკაციის ამაღლებასა და პრაქტიკული გამოცდილების შეძენაზე.
|
ონლაინ რადიო - რადიო CSM 2014 წელს შეიქმნა, ეს არის სტუდენტური მედია და მის კონტენტს კავკასიის მედიის სკოლის სტუდენტების სხვადასხვა თაობა ქმნის.
|
C10 - სტარტაპ აქსელერატორი C10 ეხმარება სტუდენტებს შემჭიდროვებულ ვადებში განავითარონ საკუთარი სტარტაპები იდეიდან პროტოტიპამდე.
|