ვალერი თელიას სახელობის კავკასიის უნივერსიტეტის ნარდის ჩემპიონატი

9 ივნისი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით, 8 ივნისს, CU-ში, ვალერი თელიას სახელობის კავკასიის უნივერსიტეტის ნარდის ჩემპიონატი ჩატარდა.

 

ჩემპიონატში, კავკასიის უნივერსიტეტის 150-მდე სტუდენტმა და თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

 

დაძაბული და ემოციური მატჩების შემდეგ, ღირსეული გამარჯვებულები კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ვალერი თელიას ოჯახის წევრებმა დააჯილდოვეს.

 

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

I ადგილი - ბექა ბერიძე (კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტი)

II ადგილი - ზვიად ძიძიგური

III ადგილი - მიხეილ ბარამიძე

 

გამარჯვებულ სტუდენტს ფულადი ჯილდო, ჩემპიონატის სახელობითი ნარდი და გარდამავალი თასი გადაეცა.

 

საპრიზო ადგილზე გასულ სამივე მონაწილეს CU-ის წიგნის მაღაზია „ლიბრარეას“ ვაუჩერები და კავკასიის უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.

 

ასევე, გამარჯვებულს, ჩვენმა მეგობარმა კომპანია Corners.ge-მ თავისი ვაუჩერი გადასცა.

 

აღნიშნული ჩემპიონატი პირველად ჩატარდა, თუმცა მომავალში ტრადიციული სახე მიეცემა.

 

კავკასიის უნივერსიტეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას და ღონისძიების პარტნიორს „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“.