კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით, 8 ივნისს, CU-ში, ვალერი თელიას სახელობის კავკასიის უნივერსიტეტის ნარდის ჩემპიონატი ჩატარდა.
ჩემპიონატში, კავკასიის უნივერსიტეტის 150-მდე სტუდენტმა და თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
დაძაბული და ემოციური მატჩების შემდეგ, ღირსეული გამარჯვებულები კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და ვალერი თელიას ოჯახის წევრებმა დააჯილდოვეს.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
I ადგილი - ბექა ბერიძე (კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტი)
II ადგილი - ზვიად ძიძიგური
III ადგილი - მიხეილ ბარამიძე
გამარჯვებულ სტუდენტს ფულადი ჯილდო, ჩემპიონატის სახელობითი ნარდი და გარდამავალი თასი გადაეცა.
საპრიზო ადგილზე გასულ სამივე მონაწილეს CU-ის წიგნის მაღაზია „ლიბრარეას“ ვაუჩერები და კავკასიის უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები გადაეცათ.
ასევე, გამარჯვებულს, ჩვენმა მეგობარმა კომპანია Corners.ge-მ თავისი ვაუჩერი გადასცა.
აღნიშნული ჩემპიონატი პირველად ჩატარდა, თუმცა მომავალში ტრადიციული სახე მიეცემა.
კავკასიის უნივერსიტეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას და ღონისძიების პარტნიორს „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“.