CU-ის კალათბურთის ჩემპიონატი - ფინალი

19 მაისი 2025

19 მაისს , საკალათბურთო კლუბ „აკადემიის“ დარბაზში, CU-ის სტუდენტებისთვის გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის კალათბურთის ჩემპიონატის ნახევარფინალი და ფინალი.

 

თამაშის დაწყებამდე, უნივერსიტეტში არსებულმა ლათინო-ამერიკული ცეკვის კლუბმა გაამხნევა მონაწილეები საცეკვაო ნომრით.

 

კავკასიის უნივერსიტეტის კალათბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) გუნდი  „Last Dance“.

 

მეორე ადგილი - კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდმა „Zegozegozeg”.

 

მესამე ადგილი - კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (CSB) გუნდმა „Idakvi”.

 

საპრიზო ადგილზე გასულ სამივე გუნდს გადაეცათ ფულადი ჯილდო და მოგებულ გუნდს გადაეცა CU-ის გარდამავალი თასი.

 

ჩემპიონატის სპონსორი კომპანიები იყვნენ: „Barça Store Georgia“  Sandora, Redbull და ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი - Babe, რომელიც ექსკლუზიურად წარმომადგენელია ავერსის სააფთიაქო ქსელში".

 

მოთამაშეების და გულშემატკივრების გაფრთიანებაზე იზრუნა ენერგეტიკულმა სასმელმა Red Bull-მა.