CU Secret Santa 2022

26 დეკემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით, CU Secret Santa 2022 ჩატარდა.

 

ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ბატონი კახა შენგელიას მისალმებითა და ლათინო-ამერიკული ცეკვების კლუბის ფლეშმობით გაიხსნა. საღამოს განწყობასა და მუსიკალურ გაფორმებაზე, კავკასიის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის სტუდენტმა - ჯუს იურისარმა იზრუნა.  

 

სტუმრებს CU-ის სტუდენტების მარიამ ბაგათელიასა და გვანცა ცხადაძეს მიერ მოწყობილი სამხატვრო კუთხეც დახვდათ, სადაც მსურველებს საშობაო დეკორაციებით სახის მოხატვა შეეძლოთ.

 

CU Secret Santa 2022-ზე, 350-ზე მეტმა სტუდენტმა საშობაო საჩუქრები გაცვალა.

 

კავკასიის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ღონისძიების მხარდამჭერებს @კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია ; ნიკორა.