კავკასიის უნივერსიტეტში „ფეფეს თასი 2023“ დაიწყო

21 სექტემბერი 2023

21 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, CU-ის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებით რიგით მეშვიდე საფეხბურთო ჩემპიონატი "ფეფეს თასი 2023“ დაიწყო.

 

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის, გიორგი ნიშნიანიძის (ფეფეს) სახელს ატარებს და უკვე მეშვიდე წელია, რაც კავკასიის უნივერსიტეტში ტარდება.

 

წლევანდელი ლიგის ჩემპიონატი გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და გიორგი ნიშნიანიძის მამამ მამუკა ნიშნიანიძემ.

 

2023 წლის ლიგაში მონაწილეობას იღებენ, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისგან  დაკომპლექტებული 40 და კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთი გუნდი. თამაშებს უძღვებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მოწვეული მსაჯები.

 

პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა "ფეფეს თასი 2023“-ის გარდამავალი თასი, ასევე პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს, კავკასიის უნივერსიტეტისგან გადაეცემათ 700, 500 და 360 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები.

 

პირველ ადგილზე გასული გუნდი ავტომატურად გახდება კავკასიის უნივერსიტეტის ოფიციალური საფეხბურთო გუნდი და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უნივერსიტეტის სახელით იასპარეზებს სხვადასხვა ჩემპიონატში.