კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია "ლიბრარეაში", საუბრები ლიბრარეას ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თემაზე “საქართველო - წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და მსოფლიო გეოპოლიტიკის ტურბულენტურ ზონაში”.
შეხვედრას წარუძღვა ირაკლი კოპლატაძე - საქართველოს ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში, ალბანეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში (2013-2018), სლოვენიაში (2018-2023; საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში (2010-2013); საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი თურქეთში (2006-2010).
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
- საერთაშორისო წესებსა და გეოპოლიტიკურ ფაქტორებზე დამყარებული ევრო-ატლანტიკური არქიტექტურის აღმავლობა და კრიზისი;
- „საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის“ მიზნები და საგარეო-პოლიტიკური კურსის U-Turn;
- EU Acquis: ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების თავები.
ლექცია წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში, მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.