საქართველოს უნივერსიადა 2022 - დაჯილდოება

30 ნოემბერი 2022

30 ნოემბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით,  „საქართველოს უნივერსიადა 2022“-ის დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა, საბა მაღლაკელიძემ  ჭადრაკის ტურნირში საპრიზო ადგილი მოიპოვა, უნივერსიტეტი ულოცავს საბას მიღწეულ წარმატებას ასევე, მადლობას ვუხდით ყველა იმ სტუდენტს, რომლებიც ასპარეზობდნენ CU-ის სახელით.

 

„საქართველოს უნივერსიადა 2022“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით 20 ოქტომბრიდან - 20 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. პროექტის ფარგლებში შეჯიბრებები სპორტის 13 სახეობაში ჩატარდა, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოში ავტორიზებული 34 უმაღლესი სასწავლო დაწესებულების 5000-მდე სტუდენტმა. საპრიზო ადგილის მფლობელებს მედლები, თასები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: დედაქალაქის მერი კახა კალაძე, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი. ასევე, ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები და სტუდენტური თვითმმართველობების წარმომადგენლები.