აბიტურიენტებისთვის

მნიშვნელოვანი სიახლეები აბიტურიენტებისთვის კავკასიის უნივერსიტეტისგან:

 

  • TOP 500 - სწავლა უფასოდ

 

საკონკურსო ქულებით საუკეთესო 500 აბიტურიენტში მოხვედრის შემთხვევაში, კავკასიის უნივერსიტეტში 4 წლის მანძილზე უფასოდ ისწავლით! გაითვალისწინეთ, უნივერსიტეტის ფონდის დაწესებული სასწავლო გრანტის მიღების წინაპირობაა კავკასიის უნივერსიტეტის პირველ არჩევნად შემოხაზვა.

 

  • CU გრანტი - შიდა სასწავლო გრანტები სწავლების 4 წლის მანძილზე

 

კავკასიის ბიზნესის სკოლის პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში, 4 წლის მანძილზე მიიღებთ უნივერსიტეტის ფონდის მიერ დაწესებულ სასწავლო CU გრანტს 11 600 ლარის ოდენობით, რაც ყოველწლიურად სწავლის საფასურს შეგიმცირებთ 2 900 ლარით. სამართლის (თბილისის ფილიალი), ჟურნალისტიკა/მასობრივი კომუნიკაციის და საზოგადოებასთან ურთიერთობის; საერთაშორისო ურთიერთობები/დიპლომატიის და საჯარო მმართველობის; არქიტექტურის; ჯანდაცვის მენეჯმენტის პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში 4 წლის მანძილზე მიიღებთ სასწავლო გრანტს 8 000 ლარის ოდენობით, რაც ყოველწლიურად სწავლის საფასურს შეგიმცირებთ 2 000 ლარით. ინფორმაციული ტექნოლოგიების და ელექტრონიკა/კომპიუტერული ინჟინერია; სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის; ტურიზმის; ეკონომიკის პროგრამაზე ჩაბარების შემთხვევაში, 4 წლის მანძილზე მიიღებთ 2 000 სასწავლო გრანტს, რაც ყოველწლიურად სწავლის საფასურს შეგიმცირებთ 500 ლარით. გაითვალისწინეთ, უნივერსიტეტის ფონდის დაწესებული სასწავლო გრანტის მიღების წინაპირობა ამ ფაკულტეტების პირველ არჩევნად შემოხაზვაა და სახელმწიფო გრანტის (100% და 70%) მოპოვება. 

 

  • CU კამპუსი - ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულება
  • ახალი პროგრამები და ახალი ფასები

 

იხილეთ 2019-2020 აკადემიური წლის საბაკალავრო პროგრამების სწავლის საფასური

 

მიმდინარე ღონიძიებები:

 

 

საბაკალავრო პროგრამები ბათუმში

 

კავკასიის უნივერსიტეტი ბათუმში, აცხადებს მიღებას შემდეგ საბაკალავრო პროგრამებზე:

 

  • სამართალი
  • ტურიზმის მენეჯმენტი
  • ეკონომიკა

 

სამივე საბაკალავრო პროგრამაზე ბათუმში, წლიური გადასახადი არის 2250 ლარი. მოქმედებს სახელმწიფო გრანტი - 100%, 70% და 50%-იანი.

 

რატომ კავკასიის უნივერსიტეტი?

 

  • განათლების ხარისხი - პრაქტიკოსი ლექტორები ინტერაქტიული ლექციები მსოფლიოს რეიტინგებში წამყვან უნივერსიტეტებს შორის თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სწავლება

  • დასაქმება - კარიერული განვითარების და დასაქმების სამსახური მემორანდუმები ადგილობრივ და საერთაშორისო წამყვან კომპანიებთან კურსდამთავრებულთა დასაქმების 98%-იანი მაჩვენებელი დასაქმების სფეროები - კერძო და საჯარო სექტორი

  • გაცვლითი პროგრამები - 70 ქვეყნის 130-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი გაცვლითი და ორმაგი ხარისხის პროგრამები

 

დაფინანსება:

 

  • TOP 500
  • CU გრანტი
  • სასწავლო ვაუჩერები