განხორციელებული პროექტები

კონკურსი: ,,სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2016’’.

პროექტის მიზანი: ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ჯანდაცვის სკოლის სტუდენტებმა.

კონკურსის ორგანიზატორები და განმახორციელებლები: „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ და „ევროპის ფონდი“.

პროექტი დასრულდა 2016  წლის 10 ივნისს.


პროექტი – სამხრეთ კავკასიის ევროინტეგრაციის პერსპექტივები შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსზე ,,საკონფერენციო გრანტები’’ წარსადგენად.

პროექტის ხელმძღვანელი: შალვა მაჭავარიანი, პროფესორი, მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სამეცნიერო დარგში.

პროექტი მომზადდა 2016 წლის 2 მარტს.


პილოტური პროექტი: საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება”.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა სამი სემინარი და დასკვნითი კონფერენცია:

27 მაისი – სემინარი: ,,საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები’’.

28 მაისი სემინარი:  საქართველოში საუნივერსიტეტო მეცნიერებისა და სწავლების კავშირი ბიზნესთან”.

2 ივნისი – სემინარი: ”საქართველოს საინოვაციო პოტენციალის განმსაზღვრელი ფაქტორები და გაუმჯობესების პირობები”.

7 ივლისი – დასკვნითი კონფერენცია:  ,,საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივები''. 

მონაწილეები: აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

პროექტში მონაწილეთა დასკვნა და რეკომენდაციები გამოიცა ბუკლეტის სახით, საბოლოო შედეგები კი განხილულ იქნა დასკვნით კონფერენციაზე.

კოორდინატორი: კავკასიის უნივერსიტეტი.

პროექტი დაფინანსდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ.

პროექტი დასრულდა 2015 წლის 7 ივლისს.


პროექტი: მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეული

 

მიზნები:

  • სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა;
  • ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა;
  • საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება;
  • ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის;
  • ახალგაზრდა მკვლევართა მოტივაციის ზრდა;
  • სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.

კვირეულის ფარგლებში, ჩატარებულ გამოფენაზე კავკასიის უნივერსიტეტმა "ექსპო-ჯორჯია"-ს, მე–3 საგამოფენო პავილიონში წარმოადგინა:

  • სტუდენტური საერთაშორისო კონფერენციების კრებულები;
  • სამეცნიერო შრომების კრებულები და პროფესორ–მასწავლებელთა ნაშრომები;
  • სასწავლო მასალა.
  • კავკასიის უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის მიერ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქართული ძეგლების ფოტო მასალა.

პროექტის ორგანიზატორი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კვირეული დასრულდა 2015 წლის 17 ნოემბერს.


კონკურსი: ,,სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად 2014’’.

პროექტის მიზნები: ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.

 პროექტის ფარგლებში ჩატარდა:

2014 წლის 7 დეკემბერს - შიდა საუნივერსიტეტო კონკურსი.

2015 წლის 4 აპრილს - კონკურსის მე- კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა კონკურსის „სტუდენტებისოციალური მე-2  ეტაპი.

2015 წლის 28 აპრილს - კონკურსის ფინალი.

კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა "Edelweiss" - გაიმარჯვა კონკურსის ერთ-ერთ მიმართულებაში, რომელიც გულისხმობს სტუდენტების მიერ სოციალური საწარმოს კონცეფციის და შემდგომ სრული ბიზნეს-პროექტის შემუშავებას იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, რომელსაც სურს ახალი სოციალური საწარმოს დაარსება.

პროექტის ორგანიზატორები: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

პროექტი დასრულდა 2015 წლის 28 აპრილს.

- პროექტი: "ცენტრალური აზიის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელი მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში" (IncoNetCA/SC). პროექტი აერთიანებდა ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის 32 ქვეყნის უნივერსიტეტს, სამეცნიერო ინსტიტუტსა და საკონსალტინგო ჯგუფს.

 

პროექტის მიზანი: ინოვაციაზე ორიენტირებული მეცნიერების განვითარება ათასწლეულის პროგრამის შესასრულებლად.

პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის კვლევისა და ტექნოლოგიური განვითარების მე-7 ჩარჩო პროგრამით (FP7).

პროექტი დასრულდა 2013 წლის აპრილში.


2012  წელს განხორციელებული პროექტები:

-  პროექტი: Strategic Planning for the Europe and Central Asia (ECA) Integrity Innovation Network (IIN)’’.


პროექტის მიზნები:

ა) ევროპისა და ცენტრალური აზიის უმაღლესი სასწავლებლების კვლევითი საქმიანობის დაკავშირებას რეალურ საბაზრო მოთხოვნებთან;
ბ)  კვლევაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დანერგვა.
მონაწილეები: 16 უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი და სამეცნიერო ცენტრი.


პროექტი: "ქართველი ექსპერტების სწავლება ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ ინოვაციური ტექნოლოგიების კომერციალიზაციისა და ბიზნეს ინკუბატორის დაარსების მიზნით" .

პროექტის მიზანი: საქართველოში ბიზნესის ინკუბატორის დაფუძნების მიზნით   ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტის, ტალინის ტექნოპოლის, ტარტუს უნივერსიტეტის და ტარტუს სამეცნიერო პარკის გამოცდილების გაზიარება.


პროექტი: "სამხრეთ კავკასიის რეგიონის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის პერსპექტივები XXI საუკუნეში".  

პროექტის მიზნები: საერთაშორისო  სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზება, სამხრეთ კავკასიის და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტების დაახლოება, ერთობლივი პროექტების შემუშავება, მათი იდეებისა და სამეცნიერო მიდგომების განხილვა.

პროექტი განხორციელდა 2012 წლის 5-6 მაისს სასტუმრო "ბაზალეთში"  ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭრით.


პროექტი: "საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად, ქართველი სპეციალისტების ტრენინგი ესტონეთის ბიზნეს-ინკუბატორებში".

მონაწილეობა მიიღეს:

  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • ტალინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი;
  • ტალინის ტექნოპოლი;
  • ტარტუს სამეცნიერო პარკი;
  • პიარნუს ბიზნეს-ინკუბატორი;
  • საარემაას ბიზნეს-ინკუბატორი.

პროექტი მომზადდა ფონდი ღია საზოგადოების ესტონეთისა და საქართველოს ფილიალების მხარდაჭერით "East-East Program – Step beyond mobility"-ის ფარგლებში.

პროექტი დასრულდა 2009 წელს. 


პროექტი (INTAS): ,,სამხრეთ კავკასიის ქვეყნები მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებისთვის (SCRIPTS)’’.

პროექტის მიზანი: მეცნეირების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარება საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ევროკომისიის სოციალურ–ეკონომიკური კვლევითი მეთოდოლოგიისა და ინდიკატორების გამოყენებით.

პროექტი მიმდინარეობდა 18 თვე და მასში ჩართულნი იყვნენ კვლევითი ჯგუფები სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბრიტანეთიდან, ესტონეთიდან, საქართველოდან და რუმინეთიდან.

პროექტი დასრულდა 2009 წელს.


პროექტი: “KOMNINOI - Modernization of Georgia’s Legislation and Training of Civil Servants and Judges”.  

პროექტი დაფინანსდა ჰელენიკის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების დეპარტამენტის მიერ.

პროექტი დასრულდა 2008 წელს.

- ამერიკის უნივერსიტეტის ტრანსნაციონალური დანაშაულისა და კორუფციის ცენტრის (TraCCC ) პროგრამა: ფულის გათეთრება და ეკონომიკური დანაშაული საქართველოში’’.

პროექტი დასრულდა 2008 წელს.


პროექტი: ’’EPIN (Economic Policy Institutes' Network)’’.

პროექტი აერთიანებდა კავკასიის (სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველო) ცენტრალური აზიის (ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი) ქვეყნების კვლევითი დაწესებულებებსა და უნივერსიტეტების ექსპერტებს, რომლებიც ამზადებდნენ ქვეყნების ანალიზს სხვადასხვა თემებზე:  პოსტ–კომუნისტური ქვეყნების რეფორმა (საჯარო ადმინისტრირების რეფორმა, დეცენტრალიზაცია, ანტი–კორუფცია, ადამიანთა უფლებები/მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა); სივრცული სიღარიბე (ურთიერთქმედების გეოგრაფია, ეკონომიკური პოლიტიკა და საქმიანობა და ცხოვრების სტანდარტები); ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედება  ეკონომიკური პოლიტიკის  (მაგ: მიგრაცია, დასაქმება, ვაჭრობის ლიბერალიზაცია, ინფლაცია და ადმინისტრირებადი ფასები); სოფლის მეურნეობის განვითარება და აგრარული რეფორმები; ფინანსური ხელმისაწვდომობა და მიკროფინანსები.


პარტნიორი კვლევითი ორგანიზაციები:

  • კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო);
  • ეკონომიკის კვლევის ცენტრი (უზბეკეთი);
  • ეკონომიკის განვითარებისა და კვლევის ცენტრი (სომხეთი);
  • ICEG ევროპული ცენტრი (უნგრეთი);
  • სამეცნიერო კვლევებისა და ეკონომიკური რეფორმების ინსტიტუტი (აზერბაიჯანი);
  • საჯარო პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (ყაზახეთი).

კოორდინატორი: International Center for Economic Growth (ICEG) European Center.

პროექტი დაფინანსდა გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ.

პროექტი დასრულდა 2008 წელს.


კავკასიის და ცენტრალური აზიის პროექტი (The Caucasus and Central Asia - CCA).

 პროექტი განხორციელდა EPIN (Economic Policy Institutes Network)-ის ფარგლებში.

კოორდინატორი – ICEG ევროპული ცენტრი. 

 პარტნიორი ორგანიზაციები:

  • კავკასიის უნივერსიტეტი (საქართველო);
  • ეკონომიკის კვლევის ცენტრი (უზბეკეთი);
  • ეკონომიკის განვითარებისა და კვლევის ცენტრი (სომხეთი);
  • ეკონომიკის პოლიტიკის ინსტიტური (ყირგიზეთი)
  • ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტი (ტაჯიკეთი)
  • სამეცნიერო კვლევებისა და ეკონომიკური რეფორმების ინსტიტუტი (აზერბაიჯანი);
  • ICEG ევროპული ცენტრი (უნგრეთი);
  • საჯარო პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (ყაზახეთი).

პროექტი დაფინანსდა გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამის – UNDP (United Nations Development Programme) მიერ.

პროექტი დასრულდა 2007 წელს.


პროექტი: “Creating an effective model of science administration: review of EU best practices and elaboration of policy recommendations with the Ministry of Education and Science of Georgia”. პროექტის ძირითადი მიზანი: საერთაშორისო ბაზარზე წარმატებული საქმიანობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და სამართლებრივი მექანიზმების დანერგვა.

პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის მიერ.

პროექტი დასრულდა 2007 წელს.

- გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა: “Support in Implementation of EDPRP”.

პროექტი დასრულდა 2005 წელს.


ევრაზიის ფონდის პროექტი: “Preparation of Ph.D. Program at Caucasus School of Business”.

პროგრამა შეიქმნა საქართველოს კერძო და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების, ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ჯსუ)  . მაკ რობინსონის ბიზნეს-კოლეჯის (ატლანტა, აშშ) ხელშეწყობითა და USAID-ის მხარდაჭერით, რიც ფარგლებშიც კავკასიის ბიზნესის სკოლის რამდენიმე დოქტორანტმა სადოქტორო სემინარები გაიარა . მაკ რობინსონის ბიზნეს-კოლეჯში. 

პროექტი დასრულდა 2005 წელს.

- WB პროექტი: SIPU International: “Reform of State Chancellery and of Civil Service Bureau”.

პროექტი დასრულდა 2002 წელს.

ინტასის პროექტი: “Exploration of the Existing Investment Climate in Georgia and in the Countries of Trans Caucasus Region”.

პროექტი დასრულდა 2000 წელს.