ფულბრაიტის პროგრამა მკვლევარებისთვის 2023-2024

10 ოქტომბერი 2022

 

ამერიკის საელჩო საქართველოში აცხადებს ფულბრაიტის პროგრამას მკვლევარებისთვის 2023-2024 აკადემიური წლისთვის.
 

პროგრამა განკუთვნილია მკვლევარებისთვის, ლექტორებისთვის და აკადემიური ინსტიტუტების ექსპერტებისთვის. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ აშშ-ში განახორციელონ პოსტ-სადოქტორო კვლევა, ასევე ჩაატარონ ლექციები ან ორივე ერთად (კვლევა & ლექციები).

პროგრამის ხანგრძლივობა გახლავთ 3-დან 6 თვემდე.

განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

  • განმცხადებელი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • განმცხადებელს უნდა ჰქონდეს დოქტორის ხარისხი,  ან მაგისტრის ხარისხი ევროპული ან ამერიკული უნივერსიტეტისგან;
  • განმცხადებელს უნდა ჰქონდეს სასაუბრო და წერითი ინგლისური ენის კომპეტენცია;
  • განმცხადებელს უნდა ჰქონდეს J-1 ტიპის ვიზა, რომელიც მოითხოვს გრანტის მიმღების საქართველოში დაბრუნებას გრანტის ამოწურვის შემდეგ მინიმუმ ორი წლით;
  • განმცხადებლებმა გამგზავრებამდე უნდა დააკმაყოფილოს სამედიცინო შემოწმება;

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 10 ნოემბერი (საქართველოს დროით 18:00 სთ).

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ასევე ონლაინ აპლიკაციის ინსტრუქციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებას!