კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანის ვიზიტი იშტეს ბიზნესის სკოლაში, პორტუგალია

27 მაისი 2022

 

18-27 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, ასოცირებული პროფესორი იოსებ ბერიკაშვილი, Erasmus+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის  პროგრამის ფარგლებშიპორტუგალიაში, ISCTE ბიზნესის სკოლაში (ISCTE – Instituto Universitário de Lisboa) იმყოფებოდა.

 

ვიზიტის ფარგლებში, პარტნიორ უნივერსიტეტში დაიგეგმა სასწავლო კურიკულუმით გათვალისწინებული ლექციები საერთაშორისო ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ და ასევე ღია ლექციები, რომლებიც ეხებოდა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს და მასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ შედეგებს, ევროპისა და რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს, ნავთობის ფასებს, ინფლაციას და ..

 

ლექციების გარდა, ასევე სამუშაო შეხვერდა გაიმართა იშტეს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, პროფესორ მარია დას დორეშე გერეიროსთან. მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული წარმატებული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების საკითხები.

 

აღსანიშნავია, რომ იშტეს ბიზნესის სკოლა, ერაზმუსის კრედიტ მობილობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორია პორტუგალიაში.