CU-ის კიბერ უსაფრთხოების ცენტრი „2022 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსი“-ს გამარჯვებულია

11 ივლისი 2022

კავკასიის უნივერსიტეტის კიბერ უსაფრთხოების ცენტრმა და Scientific Cyber Security Association - SCSA გაიმარჯვა 2022 წლის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივ საგრანტო კონკურსში, რომელიც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფინანსდება.

 

პროექტის სახელწოდება: კიბერ უსაფრთხოების CISCO აკადემია ბავშვებისთვის.

 

აღნიშნული პროექტის მიზანია სკოლის ასაკის ბავშვებში აამაღლოს კიბერ უსაფრთხოების ცნობიერება და შესძინოს მათ პრაქტიკული უსაფრთხოების უნარ-ჩვევები. მსმენელებს ჰიბრიდულ რეჟიმში წვდომა ექნებათ ყველა თანამედროვე მოწყობილობის იმიტატორ/სიმულატორზე, რომელთა მეშვეობით ისინი მიიღებენ Cisco_ს მოწყობილობების კონფიგურირებისა და დაპროგრამების საბაზისო უნარებს, როგორიცაა ქსელებში შეღწევისა და პრევენციის სისტემა - IPS, ქსელებში შეღწევის აღმომჩენი სისტემა - IDS, ქსელური ფილტრი,  Firewall.

 

პროექტის ხელმძღვანელია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორი მაქსიმ იავიჩი.

 

პროექტის კოორდინატორი: კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილე, დოქტორი გიორგი იაშვილი.

პროექტის საერთაშორისო კონსულტანტი: პროფესორი აუდრიუს ლოპატა.

ძირითადი პერსონალი: პროფესორი ავთანდილ გაგნიძე და არჩილ შენგელია.

პროექტის მენეჯერი: დიანა პოპოვა.