კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია

28 მაისი 2022

28 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, დაინტერესებული პირებისთვის პირველი 3 წლიანი ერთობლივი კიბერუსაფრთხოების საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს.

 

ღონისძიება წარიმართა ორ ეტაპად:

 

I - კიბერუსაფრთხოების ერთობლივი 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია.

 

ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები იყვნენ: საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ნინო წერეთელი, ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე კერძო და საჯარო სკოლების დირექტორები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

 

შეხვედრას წარუძღვნენ: მარვინ უოკერი - ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის პროფესიული კვლევების კოლეჯის დეკანი, მაქსიმ იავიჩი - კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი და შოთა ნიჟარაძე - კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი.

 

ასევე, ღონისძიებაზე აუდიტორიას სიტყვით მიესალმნენ: კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, სიუ ჰენდერსონი - ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის პრეზიდენტი, თამარა ჯაში - ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის რექტორი და უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და თამარა კანინგემი - ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის ასოცირებული ვიცე-პრეზიდენტი.

 

ღონისძიებაზე განხილული იყო კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამისა და კიბერუსაფრთხოების ცენტრის სამოქმედო გეგმა, ასევე დამსწრე აუდიტორია გაეცნო პარტნიორი უნივერსიტეტისა და სტუდენტური ცხოვრების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. ღონისძიება წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, დამსწრე აუდიტორიას ჰქონდა შესაძლებლობა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

II - მემორანდუმის გაფორმება ორგანიზაციებთან

 

ღონისძიების ფარგლებში, კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამეცნიერო და პროფესიულ ორგანიზაციებთან და უწყებებთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები. ეს ორგანიზაციებია: სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრი, ინტერნეტის განვითარების ინიციატივა, ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაცია და ციფრული მმართველობის სააგენტო.

 

კავკასიის უნივერსიტეტისა და ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამა პირველი პრეცედენტია საქართველოში. ის აბიტურიენტებს საშუალებას აძლევს, საბაკალავრო საფეხურზე ისწავლონ მხოლოდ 3 წელი და მიიღონ ორი უნივერსიტეტის დიპლომი, ისწავლონ საზღვარგარეთ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტში და მიიღონ ცოდნა საერთაშორისო დონის უცხოელი თუ ქართველი პროფესორებისგან.

 

ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში, ერთ-ერთია ქვეყნის იმ რამდენიმე ინსტიტუტთაგან, რომელსაც აქვს ფედერალური უფლებები როგორც კიბერუსაფრთხოებაში, ასევე დაზვერვაში და რომლის კიბერ თავდაცვის პროგრამა დასახელდა აკადემიური ხელოვნების ეროვნულ ცენტრად კიბერ თავდაცვის განათლების სფეროში (CAE-CDE).

 

პროგრამის შესახებ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.