ჭადრაკის ჩემპიონატი- „CU CUP 2022“

13 დეკემბერი 2022

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ინიციატივით, 12 დეკემბერს, ჭადრაკის ჩემპიონატი-  „CU CUP 2022“ ჩატარდა.

 

საჭადრაკო ტურნირზე მონაწილეობა, კავკასიის უნივერსიტეტის 60-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა სტუდენტმა მიიღო. დაძაბული და ემოციური მატჩების შემდეგ, ღირსეული გამარჯვებულები საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსმა სოფია ნიკოლაძემ და საერთაშორისო არბიტრმა სალომე სირაძემ გამოავლინეს.

 

საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

I ადგილი - საბა მაღლაკელიძე (კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა)

II ადგილი - ზურა ქევანიშვილი (კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა)

III ადგილი - რატი ფეიქრიშვილი (კავკასიის ბიზნეს სკოლა)

 

გამარჯვებულ სტუდენტებს კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეას“ ვაუჩერები, სერტიფიკატები და „CU CUP 2022“-ის გარდამავალი თასი გადაეცათ.

 

კავკასიის უნივერსიტეტი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასა და ღონისძიების სპონსორ „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“