27 ნოემბერს, 12:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, ჟურნალისტიკით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის, მასტერკლასი გაიმართება, რომელსაც ჩაატარებს კავკასიის მედიის სკოლის დეკანი ნინო ჟიჟილაშვილი.
მასტერკლასი მათთვისაა:
ვისაც გინდათ ისწავლოთ ჟურნალისტიკა კავკასიის მედიის სკოლაში;
ვისაც გაინტერესებთ, რა პროფესიაა ეს;
ვისაც გაქვთ სურვილი, გაიგოთ, სწორია თუ არა თქვენი არჩევანი;
ვისაც გიჩნდებათ კითხვები:
- რა გამოწვევები აქვს დღეს მედიას?
- ვის უნდა ემსახურებოდეს?
- როგორ უნდა იყოს ჟურნალისტი პრინციპულიც და ეთიკურიც?
- როგორ უნდა აირიდოს გავლენები?
- როგორ უნდა გახდეთ პროფესიაში წარმატებული?
მასტერკლასის ფარგლებში თქვენ გადაიღებთ, დაამონტაჟებთ, მოსინჯავთ სტუდიურ ჩაწერას.
დაინტერესებული პირები, დარეგისტრირდით ბმულზე.