13 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, კიბერუსაფრთხოების ლიგის პირველი ჰაკატონი/ტური გაიმართა.
ჰაკატონში მონაწილეობა შეეძლოთ X-XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს, რომლებმაც სპეციალურად მომზადებულ პლატფორმაზე კიბერუსაფრთხოების / ჰაკინგის ამოცანები შეასრულეს. პლატფორმაზე წარმოდგენილი დავალებები სპეციალურად შემუშავებული იყო შესაბამისი ასაკის კატეგორიისათვის.
ღონისძიებას წარუძღვნენ: კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი - შოთა ნიჟარაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი და კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორი - მაქსიმ იავიჩი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კიბერუსაფრთხოების ცენტრის დირექტორის მოადგილე - გიორგი იაშვილი.
ჰაკატონის გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ კავკასიის წიგნის მაღაზია „ლიბრარეას“ ვაუჩერები, ხოლო თითოეულ მოსწავლეს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.
აღსანიშნავია, რომ კიბერუსაფრთხოების ლიგა კავკასიის უნივერსიტეტის კიბერუსაფრთხოების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს სკოლების მონაწილეობით შეიქმნა, რომლის ფარგლებშიც სეზონური პრინციპით (3 თვეში ერთხელ) გაიმართება ყოველწლიური გუნდური ჩემპიონატი 10-12 კლასის მოსწავლეებს შორის.