ალკალას უნივერსიტეტის მკვლევრების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

24 ივლისი 2023

17-21 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ერაზმუს+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, ალკალას უნივერსიტეტის, ესპანეთი (University of Alcala, Spain) მკვლევრებს, როდონდო გარსია ფრანჩესკო ხავიაერს და მელინო კარეკა ალესანდროს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მკვლევრებს გააცნეს ინფორმაცია უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო პროგრამებისა და მიღწევების შესახებ.

 

შეხვედრა, ტრადიციულად, კამპუს ტურით დასრულდა, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კამპუსში არსებულ კვლევით ცენტრებს და ლაბორატორიებს.

 

ალკალას უნივერსიტეტი ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია ესპანეთში. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.