კავკასიის უნივერსიტეტის ანიმე კლუბის ორგანიზებით, ჩატარდა ცნობილი იაპონელი რეჟისორის, სატოში კონის, ფილმის - „პაპრიკა“-ს ჩვენება.
კავკასიის უნივერსიტეტის ანიმე კლუბის ორგანიზებით, ჩატარდა ცნობილი იაპონელი რეჟისორის, სატოში კონის, ფილმის - „პაპრიკა“-ს ჩვენება.
1-ელ ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”.
გაიცანით, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn - ის მეოთხე ნაკადის მონაწილე სტარტაპები და მათი ინოვაციური იდეები.
28 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები ლევან დარბაიძე და ლევან მოსახლიშვილი, ასევე ექსპერტი, მოსამართლე ეკა არეშიძე იყოფებოდნენ ნიდერლანდების სამეფოში პროექტ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კომენტარები“-ს ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ.
კავკასიის უნივერსიტეტმა ომანის სასულთნოს ბიზნესისა და მეცნიერების თანამედროვე კოლეჯის (MCBS) Innovation X-ის დეკანს, მოსა აბდულაჰ ალ-კინდს, და ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელს, ამჯედ სიდ აჰმედს უმასპინძლა.
გაცნობებთ, რომ Erasmus+ საგრანტო კონკურსის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტი ახორციელებს პროექტს - VIRTUALLYEDU- ვირტუალური მობილობა და ციფრული განათლება.
4 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორის, მანანა მათიაშვილის, ინიციატივით ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ღია ლექცია გამართა პოეტმა, მთარგმნელმა ლელა სამნიაშვილმა.
პროექტ „საჯარო პოლიტიკის საპილოტე ინიციატივები ახალგაზრდების ჩართულობისა და მენტორობის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, გამოქვეყნდა სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის, ნინი შაქარაშვილის კვლევა „NEET ახალგაზრდები: თაობა განათლების, დასაქმების, გადამზადების მიღმა.''
ჟან მონეს მოდულის ფარგლებში „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ შემუშავდა და გამოქვეყნდა სახელმძღვანელო ლექტორებისათვის „როგორ ვასწავლოთ ევროკავშირი“. სახელმძღვანელოს ავტორები არიან ჟან მონეს პროფესორები ეკატერინე ქარდავა და გურანდა ჭელიძე.
პროექტი - „Post-quantum Digital Signature using Verkle Trees“ NATO ს საგრანტო პროგრამის-„მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ გამარჯვებულია.
31 ოქტომბერს, რუსთავში, კოლეჯ მოდუსში, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრმა, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და მხარდაჭერით გამართა ქვემო ქართლის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე.
1 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა უნიქორნის უნივერსიტეტის, ჩეხეთის რესპუბლიკა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ჯერომ დიუმცის უმასპინძლა.
30 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და კომოში მდებარე ინსუბრიას უნივერსიტეტს (იტალია) შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას. ხელშეკრულებას კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ხელი მოაწერა უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, ინსუბრიას უნივერსიტეტის მხრიდან – ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ზამპერეტი ჯორჯო მარიამ.
28 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და მედიცინის სკოლის ორგანიზებით, მედიცინის პროგრამის საერთაშორისო სტუდენტებთან მორიგი საორიენტაციო შეხვედრა გამართა.
24 ოქტომბერს, გაიმართა თენგიზ ვერულავას და რევაზ ჯორბენაძის წიგნის „დიაგნოზით შეჭიდული ჯგუფებით საავადმყოფოების დაფინანსება: მსოფლიო გამოცდილება და რეკომენდაციები საქართველოსთვის“ პრეზენტაცია.
ერთობლივ 3 წლიან საბაკალავრო პროგრამებზე მე-3 მიღების სასწავლო პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ნაზარბაევის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.
22 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გამართულ „ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024“-ზე იმყოფებოდნენ.
22 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტრადიციულად CU-ის პრეზიდენტის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.
17-18 ოქტომბერს, ერევანში, ხაჩატურ აბოვიანის სახელმწიფო პედაგოგიურმა უნივერსიტეტმა საერთაშორისო კონფერენციას - „თბილისის ნერსისიანული სკოლა და მისი როლი კავკასიის საგანმანათლებლო ცხოვრებაში“ უმასპინძლა. კონფერენცია მიეძღვნა ნერსისიანის სკოლის დაარსებიდან 200 წლისთავს.