კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ნაზარბაევის უნივერსიტეტის დელეგაციას უმასპინძლა.
კავკასიის უნივერსიტეტს ნაზარბაევის უნივერსიტეტის (ყაზახეთი) დელეგაციის წევრები, ვიცე-პრეზიდენტი ასელ უვალიევა და ასოცირებული პროფესორი, მაიკლ ლევისი სტუმრობდა.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტი მხრიდან ასევე ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, უნივერსიტეტში მოქმედ პროგრამებზე, საერთაშორისო პროგრამებზე, საერთაშორისო აკრედიტაციებსა და მიღწევებზე.
აღსანიშნავია, უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტს კავკასიის უნივერსიტეტში, აგრეთვე შესაძლო თანამშრომლობის საკითხების განხილვის პროცესს, კოორდინირება გაუწია ყაზახეთის საელჩომ საქართველოში.