კავკასიის უნივერსიტეტი „ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024“-ზე

22 ოქტომბერი 2024

22 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში გამართულ „ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024“-ზე იმყოფებოდნენ.

 

ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ - პრეზენტაცია წარადგინა თემაზე: განათლება საერთაშორისო სტუდენტებისთვის საქართველოში. მან ისაუბრა შემდეგ თემებზე: რატომ უნდა აირჩიონ საერთაშორისო სტუდენტებმა განათლების მისაღებად საქართველო, რას სთავაზობს მათ ქართული საგანმანათლებლო სისტემა, ასევე დამსწრე აუდიტორიას გააცნო კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია, ახალი პროგრამები, სტრატეგიული გეგმები, ახალი კამპუსები და სხვა.

 

საერთაშორისო ფორუმს თბილისის და ყურის ქვეყნებიდან 90-მდე დელეგატი  (ინვესტორები, ვლოგერები, არაბული სამყაროსთვის კარგად ცნობილი ტელესახეები, საინვესტიციო, საბროკერო და ტურისტული კომპანიები) ესწრებოდა, რომლებიც ადგილზე გაეცვნენ საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყანაში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ტურისტულ პოტენციალს. 

 

ღონისძიება ორ დღიანია და მოიცავს საჯარო გამოსვლებს, პანელური დისკუსიებს და B2B შეხვედრებს.