CUnicorn - ის მეოთხე ნაკადის მონაწილე სტარტაპები

8 ნოემბერი 2024

გაიცანით, კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn - ის მეოთხე ნაკადის მონაწილე სტარტაპები და მათი ინოვაციური იდეები:

 

  • Rez 
  • Heri 
  • PitchPals 
  • Bezzy 
  • IMAGINE 
  • CulTourist
  • IDM 

 

მეოთხე ნაკადში მონაწილეობას იღებს 7 სტარტაპ გუნდი, რომლებიც საკუთარ იდეებს 22 ნოემბერს, დემო დღეზე  წარადგენენ.

 

სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. პროგრამა ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას და პასუხობს სტარტაპ ეკოსისტემის თანამედროვე გამოწვევებს.

 

პროგრამა მიმდინარეობს თიბისი სტარტაპერის, FC Team - ისა და აქსელის მხარდაჭერით.

 

  • Rez - პლატფორმა, რომელიც ეხმარება რესტორნებს რეზერვაციების მართვაში და ანალიტიკური მონაცემების მიღებაში, რაც ზრდის ეფექტურობას და მომხმარებელთა კმაყოფილებას.
  • Heri - პლატფორმა ყველა კატეგორიის მძღოლისათვის, რომელიც ამარტივებს ბილეთების დაჯავშნის პროცესსს და აკავშირებს მძღოლებს ქალაქგარეთ მიმავალ მგზავრებთან.
  • PitchPals - პლატფორმა ეხმარება სპორტის მოყვარულებს მოიძიონ ტურნირები/მოთამაშეები და მონაწილეობა მიიღონ შერჩეულ მატჩებში, მათთვის სასურველ მოედანზე.
  • Beezy - ჰორეკა სექტორისთვის ციფრული მენიუს, თიფის, გადახდის, ლოიალობის პროგრამებისა და ჯავშნების სერვისი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აუმჯობესებს საოპერაციო პროცესს და  მომხმარებლის გამოცდილებას. 
  • IMAGINE - XR ტექნოლოგიის ინტეგრირებით, პლატფორმა მომხმარებელს რეალურ დროში ვიზუალიზაციის და ინტერაქციის საშუალებას აძლევს, რომელიც სრულიად გარდაქმნის ინტერიერის დიზაინის პროცესს. 
  • CulTourist - პლატფორმა ტურისტებს საშუალებას აძლევს დაჯავშნონ სრულყოფილი, ადგილობრივი გიდების მიერ ორგანიზებული ტურები, რომელიც მოსახლეობას და სტუდენტებს სთავაზობს დასაქმების მოქნილ შესაძლებლობას.
  • IDM - პლატფორმა ზრდის მერჩენდაიზინგის ეფექტურობას დასაქმებულების ოპტიმიზირებული მენეჯმენტის, მონაცემთა ზუსტი დამუშავების, მოწინავე ანალიტიკისა და მდებარეობაზე დაფუძნებული სურათების მეშვეობით.