პროექტი - „Post-quantum Digital Signature using Verkle Trees“ NATO ს საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია

5 ნოემბერი 2024

პროექტი - „Post-quantum Digital Signature using Verkle Trees“ NATO ს საგრანტო პროგრამის-„მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ გამარჯვებულია.

 

პროექტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის კვანტური ლაბორატორიის ბაზაზე, შემუშავდება პოსტ-კვანტური კრიპტოგრაფიის ალგორითმები, ჩატარდება სხვადასხვა ტიპის პრაქტიკული და სამეცნიერო ექსპერიმენტები, რომლის შედეგადაც მიიღება ახალი, გაცილებით უსაფრთხო გადაწყვეტილებები პოსტ-კვანტური შიფრაციის მიმართულებით. პროექტში ჩართული იქნება როგორც კავკასიის უნივერსიტეტისა და სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის აკადემიური პერსონალი ასევე სტუდენტები.

 

საგრანტო პროექტის პარტნიორია ტრანსილვანიის ბრაშოვის უნივერსიტეტი.

 

პროექტის ხანგრძლივობა: 24 თვე.

 

NATO ს მხრიდან პროექტის დირექტორია: პროფესორი რაზვან ბოკუ, ტრანსილვანიის ბრაშოვის უნივერსიტეტი, პარტნიორი ორგანიზაციების მხრიდან კი დირექტორი - პროფესორი მაქსიმ იავიჩი, კავკასიის უნივერსიტეტი.

 

პროექტის ძირითადი პერსონალი კავკასიის უნივერსიტეტიდან: გიორგი ახალაია, თამარ კუჭუხიძე, ოქსანა კოვალჩუკი, სერგო სიმონოვი და ქეთევან გრძელიძე.