28 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და მედიცინის სკოლის ორგანიზებით, მედიცინის პროგრამის საერთაშორისო სტუდენტებთან მორიგი საორიენტაციო შეხვედრა გამართა.
საორიენტაციო შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებისგან, აგრეთვე სტუდენტურ ცხოვრებასა და იმ აქტივობებზე, რაც კავკასიის უნივერსიტეტში იმართება საერთაშორისო სტუდენტების ინტეგრაციისა და ინტერკულტურული გარემოს ჩამოყალიბებისთვის.
შეხვედრის მიწურულს, სტუდენტებმა კამპუსი დაათვალიერეს და ყველა ის პრაქტიკული სამედიცინო აუდიტორია/ლაბი მოინახულეს, სადაც ლექციების უმრავლესობა ტარდება.
ინტერნაციონალიზაციის პროცესის წარმატებით უზრუნველსაყოფად, კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო მარკეტინგულ აქტივობებს ხარისხის მაძიებელი სტუდენტების მოზიდვის მიზნით, აგრეთვე უზრუნველყოფს არაერთ სერვისს მათი სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნებისთვის.