სიახლეები

31
მარ
საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

31 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში,საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

31
მარ
პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში ერაზმუს+ის მობილობის პროგრამის ფარგლებში

27-31 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, ერაზმუს+ აკადემიური პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორი უნივერსიტეტების პროფესორებს: ნადია კოვალიევას LCC საერთაშორისო უნივერსიტეტიდან,  ლიეტუვა (LCC International University, Lithuania), დონკა ატილას და ჯუდიტ ჰორვათს, კოდოლანი უანოს  უნივერსიტეტიდან, უნგრეთი (Kodolányi János University, Hungary) უმასპინძლა.

31
მარ
CSG-ის სტუდენტი „სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია 2023-ზე“ წარსდგა რიგაში

27-29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტი, ნოდარ ბოკერია, ლატვიაში, ქალაქ რიგაში, რიგის სტრადინსის უნივერსიტეტში იმყოფებოდა „სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია 2023-ზე“. აღნიშნულ კონფერენციაში სტუდენტის მონაწილეობა დაფინანსდა კავკასიის უნივერსიტეტის მიერ.

31
მარ
მოკლევადიანი სასტიპენდიო პროგრამები 2023/2024 - მაიკოლას რომერის უნივერსიტეტი

მაიკოლას რომერის უნივერსიტეტი, ლიეტუვა (Mykolas romeris university, Lithuania) აცხადებს მიღებას მოკლევადიან სასტიპენდიო პროგრამებზე 2023-2024 აკადემიური წლისთვის.

30
მარ
პანელური დისკუსია - „კიბერუსაფრთხოება, როგორც საგანმანათლებლო და კარიერის განვითარების შესაძლებლობა“

30 მარტს,  კავკასიის  უნივერსიტეტს, “ქალები კიბერუსაფრთხოებაში“ („Women in Cyber”) ინიციატივით, ბრიტანელი და ქართველი ექსპერტები ეწვივნენ. შეხვედრის თემა იყო: „კიბერუსაფრთხოება, როგორც საგანმანათლებლო და კარიერის განვითარების შესაძლებლობა“. 

30
მარ
კომპანია "იმპელის" წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ლექტორის, ლინგვისტის, ირაკლი სალიას მოწვევით, ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს კომპანია "იმპელის" წარმომადგენლებმა - ლინგვისტმა ანა კოლხიდაშვილმა და მანქანური სწავლების ინჟინერმა  თათია წმინდაშვილმა.

30
მარ
,,დიპლომატ ჯორჯია''-ს წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის  მეორე, მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტებს ,,დიპლომატ ჯორჯია''-ს წარმომადგენლები შეხვდნენ,   შეხვედრა გაიმართა პროგრამის -,,სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის დიპლომატ ჯორჯიაში'' შესახებ.

30
მარ
პანელური დისკუსია - „ტექნოლოგიური სტარტაპის ევოლუცია“

29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე: „ტექნოლოგიური სტარტაპის ევოლუცია“ - სტარტაპი იდეიდან წარმატებამდე და ეკოსისტემის განვითარება საქართველოში.

30
მარ
საჯარო ლექცია თემაზე -"ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკული გამოწვევები ქართულ და ამერიკულ სამართალში"

29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე "ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პრაქტიკული გამოწვევები ქართულ და ამერიკულ სამართალში". 

30
მარ
ყოველწლიური საერთაშორისო სასწავლო კურსები (AITC) - ტაილანდის სამეფოს საელჩო

ტაილანდის სამეფოს საელჩო აცხადებს მიღებას ყოველწლიურ საერთაშორისო სასწავლო კურსებზე (AITC) რომელიც ჩატარდება ონლაინ, 2023 - აკადემიური წლის განმავლობაში.

30
მარ
ლექციების ციკლი -"რატომ ევროკავშირი?“ „ინდუსტრიული პოლიტიკის ევროპული ღირებულებები"

გრძელდება საჯარო ლექციების ციკლი "რატომ ევროკავშირი?" 29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნი მაღაზია „ლიბრარეა“-ში, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "რატომ ევროკავშირი? ინდუსტრიული პოლიტიკის ევროპული ღირებულებები".

29
მარ
საინფორმაციო შეხვედრა - ბიზნესის ადმინისტრირების ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა

28 მარტს, აბიტურიენტებისთვის და პროგრამით დაინტერესებული ყველა პირისთვის პირველი 3 წლიანი ერთობლივი ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტი რენის ბიზნესის სკოლასთან ერთად ახორციელებს.

29
მარ
საუბრები ლიბრარეაში - როგორ მდიდრდებოდნენ წარმატებული ქვეყნები

29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია “ლიბრარეა“- ში, ნექსუს ასეტ მენეჯმენტის  მმართველი პარტნიორისა და  ფინანსისტის - გიორგი ქადაგიძისა და ქართული ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტის - ლევან კაკლიანის - საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „როგორ მდიდრდებოდნენ წარმატებული ქვეყნები“.

29
მარ
„მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ პირველი ბანაკი

CU-ში ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის თანამშრომლობის ფარგლებში „მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინოვაციის აქსელერაციის პროგრამა ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის“ პირველი ბანაკი გაიმართა.

29
მარ
ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას ხელახალი აკრედიტაცია მიენიჭა

კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ისტორიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას ხელახალი აკრედიტაცია მიენიჭა კლასტერის ვადით.

29
მარ
სლოვაკეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა-2023/2024

ცხადდება სლოვაკეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამა 2023-2024 აკადემიური წლისთვის.

პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენებს, ლექტორებს, მკვლევარებსა და ხელოვანებს.

28
მარ
ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს ინდონეზიის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლობითი ოფისის ხელმძღვანელი - ტორანგ პაკპაჰანი ეწვია.

28
მარ
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

28 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე - ელისო გელაშვილი სტუდენტებს  შეხვდა. 

27
მარ
მართლწერის ვიქტორინა - ვწერ და ვმეტყველებ გამართული ქართულით

27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, მართლწერის ვიქტორინა - „ვწერ და ვმეტყველებ გამართული ქართულით“ - გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას კავკასიის უნივერსიტეტის სხვადასხვა სკოლის სტუდენტები იღებდნენ.

27
მარ
ტურიზმის სკოლის ლექტორის წარმატება

სასტუმრო „Ibis Budget Tbilisi Center“-მა, რომლის გენერალური მენეჯერიც გახლავთ კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის ლექტორი, ლიკა ჩიხლაძე, წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტური სასტუმროს ტიტული მოიპოვა.