გრენობლის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

17 ოქტომბერი 2023

14 ოქტომბერსკავკასიის უნივერსიტეტმა ოფიციალურად უმასპინძლა გრენობლის ბიზნეს სკოლის დელეგაციას. ვიზიტის მიზანი იყო კავკასიის უნივერსიტეტისა და გრენობლის ბიზნეს სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მიმართულებით, აგრეთვე თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განხილვა.

 

ვიზიტის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტს სტუმრობდა გრენობლის მენეჯმენტის სკოლის დირექტორი, დეკანი - ფილიპ მონინი და სამაგისტრო პროგრამის დირექტორი ჩანდრა დალ პონტი. ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ: ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუა, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა  და სტრატეგიული განვითარების მიმართულებით, ბორის ლეჟავა, ბიზნესის სკოლის დეკანი, ელენე ჯღარკავა, კავკასიის ბიზნესის სკოლის  საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი, თათია მაისურაძე და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია. 


შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შინაარსობრივ საკითხებზე, აგრეთვე სამომავლო აქტივობებსა და გეგმებზე, რომელიც მნიშვნელოვნად გააღრმავებს კავკასიის უნივერსიტეტსა და გრენობლის მენეჯმენტის სკოლას შორის არსებულ 20 წლიან წარმატებულ თანამშრომლობას.


საგულისხმოა, რომ Financial Times-მა მსოფლიოს Executive MBA პროგრამების 2023 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. მონაცემების მიხედვით, კავკასიის ბიზნესის სკოლისა (CSB)  და გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (GEM) ერთობლივი MBA პროგრამა მსოფლიოს Executive MBA პროგრამებს შორის 74-ე ადგილს იკავებს.