CU- ში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა კარინა სოტნიკის საჯარო ლექცია თემაზე - „ იდეიდან კომპანიის შექმნამდე: ხუთი ინგრედიენტი წარმატებული სტარტაპისთვის; როგორ მოვიზიდოთ ინვესტიციები”.
კარინა სოტნიკი არის მეწარმე, მენტორი და მრჩეველი, რომელსაც აქვს ათწლეულების გამოცდილება სამეწარმეო ეკოსისტემების შექმნასა და ინოვაციური პროექტების მართვაში. მას ასევე აქვს დიდი გამოცდილება აკადემიური ინოვაციების, ინკუბაციის, აქსელერაციის მიმართულებით.
საჯარო ლექციაზე განხილული იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა - ძირითადი საფუძვლები წარმატებული სტარტაპისთვის, შეცდომები, რომლებსაც სტარტაპები ხშირად უშვებენ და მათი თავიდან აცილების გზები.
ასევე განხილული იქნა ამერიკელი ინვესტორების მოლოდინები სტარტაპებთან და მათ იდეებთან დაკავშირებით და ის თუ დაფინანსების რა წყაროები აქვთ უცხოურ კომპანიებს ამერიკის ბაზარზე.
ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.