24 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით წინანდალში გაიმართა მესამე საერთაშორისო კონფერენცია – „აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები ხელოვნური ინტელექტის პირობებში: პრაქტიკა და გამოწვევები,“ რომელზეც მოხსენებით წარდგა კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჩოკორაია. მოხსენება ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის არაეთიკური გამოყენების პრობლემებსა და გამოწვევებს.
ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია იმართება პროექტის - „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY) (2017-2020 წწ) - შედეგების მდგრადობის შენარჩუნების მიზნით.