CU-ის ერთგულებისთვის

16 ოქტომბერი 2023

25 წლის წინ, 1998 წლის 16 ოქტომბერს, კავკასიის ბიზნესის სკოლა შეიქმნა. დღეს CU ოფიციალურად 25 წლის გახდა.

 

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება - CU-ის ერთგულებისთვის, სადაც უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ - დააჯილდოვა ის თანამშრომლები, რომლებიც 20 (ან მეტი) წელია მუშაობენ კავკასიის უნივერსიტეტში და შეაქვთ თავიანთი წვლილი CU-ის განვითარებაში.

 

ადმინისტრაციულ თუ აკადემიურ თანამშრომლებს გადაეცათ მადლობის სიგელები ერთგულებისთვის, ასევე ფულადი ვაუჩერები.