საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

18 ოქტომბერი 2023

18 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, საბაკალავრო პროგრამებით დაინტერესებული აბიტურიენტებისთვის 2023-2024 აკადემიური წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 

შეხვედრაზე მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

აბიტურიენტები, ასევე, სკოლების დეკანებს შეხვდნენ, მოისმინეს დეტალური ინფორმაცია საბაკალავრო პროგრამების შესახებ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს, ტრადიციულად, კამპუს ტური ჩაუტარდათ. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და ის სტუდენტური სივრცეები, სადაც CU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ. 

 

შემდეგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 18 ნოემბერს 12:00 საათზე.