10 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საჯარო ლექცია გაიმართა.
ლექცია თემაზე - სტრესი ნეირომეცნიერების ჭრილში, სამუშაო სტრესი და სტრესის დაძლევის მექანიზმები - წაიკითხეს ნეიროფსიქოლოგიის დოქტორმა, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მაია მაჭავარიანმა-წერეთელმა და შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის დოქტორმა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ქობულაძემ.
ლექციაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიც არის: სტრესით გამოწვეული პროცესები და მათი გავლენა თავის ტვინის ფუნქციონირებაზე, სამუშაო სტრესის სპეციფიკა, ინტერვენციის და პრევენციის შესაძლებლობები.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანია - „ფსიქიკური ჯანმრთელობა ადამიანის უნივერსალური უფლებაა“.
ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს კავკასიის უნივერსიტეტი აღნიშნავს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური განვითარების პროექტის „ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა სტუდენტებისთვის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (E-PSY)" ფარგლებში.
პროექტის მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების ჩამოყალიბება და ყურადღების გამახვილება სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის მნიშვნელობაზე.