ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კავკასიის უნივერსიტეტსა და PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობას შორის

14 ოქტომბერი 2023

13 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტსა და PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

შეთანხმებას ხელი მოაწერეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და PMI თბილისის პრეზიდენტმა ილია რევიამ.

 

მემორანდუმის მიზანია, მხარეებს შორის თანამშრომლობა, შესაბამისი გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა/განხორციელება და სტუდენტების, კურსდამთავრებულების ჩართულობა მოხალისეობრივ საქმიანობაში.