10 ოქტომბერს, კარიერული განვითარების და დასაქმების ხელშეწყობის სამსახურის ორგანიზებით, კავკასიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა კარიერული განვითარების მიმართულებით, რომელსაც უძღვებოდა დასაქმების პირველი ქართული აპლიკაცია Awork-ის კომერციული დირექტორი, Freelancer ნინი ზექალაშვილი.
შეხვედრის ფარგლებში, კომპანიამ სტუდენტებს გააცნო თავისი მიზნები და ბაზარზე არსებული გამოწვევები. სპიკერებმა, ასევე, ჩაატარეს პრეზენტაცია ბაზარზე არსებული სხვადასხვა კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებთან დაკავშირებით. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.