კავკასიის ტურიზმის სკოლის სტუდენტი, მარიამ სტეფნაძე, Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ავსტრიაში, FH Joanneum University of Applied Sciences უნივერსიტეტში, იმყოფება.
17 ოქტომბერს, უნივერსიტეტის Bad Gleichenberg-ის კამპუსში, საერთაშორისო დღე გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო სტუდენტებმა საკუთარი ქვეყნების საგამოფენო სტენდები მოაწყვეს. საერთაშორისო დღე მიზნად ისახავს ადგილობრივ სტუდენტებში პარტნიორი ქვეყნებისა და უნივერსიტეტების პოპულარიზაციას.