სიახლეები

17
დეკ
საინფორმაციო შეხვედრა მხედველობის ლაზერულ კორექციასთან დაკავშირებით

კავკასიის უნივერსიტეტში, ავერსის კლინიკასთან თანამშრომლობით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, რომელიც მხედველობის ლაზერულ კორექციას ეხებოდა.

10
დეკ
კავკასიის უნივერსიტეტის თეატრი ფესტივალ „ნიღაბში“

კავკასიის უნივერსიტეტის თეატრმა ფესტივალ „ნიღაბში“ მონაწილეობა მიიღო, სადაც წარადგინა სპეკტაკლი, მიხეილ სებასტიანის პიესის, „უსახელო ვარსკვლავის“ მიხედვით. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი კიკნაძე.

 

09
დეკ
ევროკავშირის ელჩის შეხვედრა CU-ის სტუდენტებთან

კავკასიის უნივერსიტეტის თანასწორობის კლუბის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, პაველ ჰერჩინსკისთან: “პროტოკოლს მიღმა, საუბრები სტუდენტებთან”.

08
დეკ
შეხვედრა კომპანია „Ocean & Co“ -ს წარმომადგენლებთან

კავკასიის უნივერსიტეტში კომპანია „Ocean & Co“ -ს ინიციატივით, სტუდენტებთან გაიმართა ინტერაქციული შეხვედრა ციფრული მარკეტინგის შესახებ.

05
დეკ
CU-ის ელჩების შეხვედრა უნივერსიტეტის პრეზიდენტთან

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია და სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის უფროსი მერი ხვიჩია, CU-ის ელჩებს არაფორმალურ გარემოში შეხვდნენ.

29
ნოე
საინფორმაციო შეხვედრა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფო“-ს შესახებ

28 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა შეხვედრა პროექტის - „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ შესახებ.

19
ნოე
შეხვედრა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან

კავკასიის უნივერსიტეტში თანასწორობის კლუბის ინიციატივით გაიმართა შეხვედრა ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, დარიუს ვიტკაუსკასთან.

12
ნოე
თანასწორობის კლუბის შეხვედრა

12 ნოებერს, კავკასიის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში თანასწორობის კლუბის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა პარასპორტსმენ გიორგი ხიზანიშვილთან თემაზე - „შიშს მიღმა: ჩემი გზა, ჩემი ძალა“.

11
ნოე
კულინარიული მასტერკლასი CU-ის საერთშორისო სტუდენტებისთვის

კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტებისთვის, CU-ის “Canteenarea”-ში, კულინარიული მასტერკლასი გაიმართა, სადაც კავკასიის უნივერსიტეტის შეფ-მზარეულის ხელმძღვანელობით სტუდენტებმა ქართული ტრადიციული კერძი მოამზადეს. მასტერკლასში მონაწილეობა, ასევე, მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის ელჩებმა.

04
ნოე
სტუდფესტი 2025

„სტუდფესტი 2025“-ის ფარგლებში, კულტურის კომპონენტში მონაწილეობა მიიღეს კავკასიის უნივერსიტეტის  ლათინო-ამერიკული ცეკვის კლუბმა, ფოლკლორულმა და ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა.