CHS-ის სტუდენტების წარმატება

29 აპრილი 2015

საკონკურსო კომისიამ, თბილისის მერიის, ევრაზიის საპარტნიორო ფონდის, სტარტეგიული კვლევების ცენტრის, "ჯეოსელი"-ს, საკონსალტინგო ფირმა "ესტ"-ს და "National Geographic საქართველოს" თანამშრომლების შემადგენლობით, შეაფასა რა გუნდების მიერ წარდგენილი პრეზენტაცია და მონაწილეებისათვის დასმული კითხვებზე პასუხი, გამოავლინა გამარჯვებული გუნდები.

კავკასიის უნივერსიტეტის გუნდმა "Edelweiss" - გაიმარჯვა კონკურსის ერთ-ერთ მიმართულებაში, რომელიც გულისხმობს სტუდენტების მიერ სოციალური საწარმოს კონცეფციის და შემდგომ სრული ბიზნეს-პროექტის შემუშავებას იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, რომელსაც სურს ახალი სოციალური საწარმოს დაარსება.

კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით:
  • შორენა ცინდელიანი - ეკონომიკისა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, II კურსი;
  • თიკა ოთარაშვილი - ეკონომიკისა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, II კურსი;
  • მარიამ ტალახაძე - ეკონომიკისა და ჯანდაცვის ფაკულტეტი, II კურსი;
  • თინათინ ჩქოტუა - ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი, II კურსი.

კონკურსის გამარჯვებულ სტუდენტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და კონკურსის მხარდამჭერი კომპანიების წარმომაგდენლებმა გადასცეს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.


{phocagallery view=category|categoryid=657|limitstart=0|limitcount=0}