პროგრამის მიმოხილვა

მისანიჭებელი კვალიფიკაცია: კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი  

 

კლინიკური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კლინიკური ფსიქოლოგიის აკადემიური ხარისხის მქონე კურსდამთავრებულის მომზადება ფსიქოკონსულტირებისა და ფსიქოთერაპიის და  სასამართლო და კრიმინოლოგიური ფსიქოლოგიის განხრით.

 

პროგრამა შედგება ორი პროფესიული მოდულისაგან: ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია და  სასამართლო და კრიმინოლოგიური ფსიქოლოგია.

 

პროგრამა ინოვაციურია იმ თვალსაზრისით, რომ იგი წარმოადგენს პირველ მცდელობას ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეში, მოამზადოს კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრები სასამართლო და კრიმინოლოგიური ფსიქოლოგიის განხრით. 
პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე, პროფესიული პრაქტიკა, რომელსაც სტუდენტები უნივერსიტეტის პარტნიორ ორგანიზაციებში გაივლიან. 

 

კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრს შეეძლება დასაქმდეს საჯარო და არასაჯარო ორგანიზაციასა და დაწესებულებაში, სადაც კლინიკური ფსიქოლოგის, ფსიქოკონსულტანტის და კრიმინალური ფსიქოლოგის კვალიფიკაცია ესაჭიროებათ. ასეთი დაწესებულებებია საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, საკონსულტაციო-სარეაბილიტაციო ცენტრები, სკოლები, საბავშვო ბაღები, სასამართლო, დახურული თუ ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებები, სოციალური მომსახურების ცენტრები და სხვ.