ინტეგრირებული მედიაკურსი

15 მაისი 2012
საუბარი წარიმართა პიარის, როგორც სპეციალობის მნიშვნელობაზე, მის გაგებაზე საქართველოში და პიარის როლზე ორგანიზაციის წარმატებისთვის.

შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხატია ალფაიძის ორგანიზებით მოეწყო.

ინტეგრირებული მედიაკურსი ხორციელდება პროექტ ახალგაზრდა ჟურნალისტთა კლუბის შექმნის ფარგლებში. კლუბის დამფუძნებლები არიან: "ადენაუერის ფონდი", "Deutche Welle", "სსიპ #98 საჯარო სკოლა", "კავკასიის უნივერსიტეტი" და "ეთნოკულტურული განათლების საერთაშორისო ცენტრი".

ინტეგრირებულ მედიაკურსზე გაერთიანებული არიან რამდენიმე საჯარო სკოლის უფროსკლასელები, რომლებთაც ლექციებს, კავკასიის მედიის სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები, ბექა ადამაშვილი, ლევან ჟორჟოლიანი, ნინო იმნაიშვილი და კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხატია ალფაიძე უკითხავენ.

იხილეთ ფოტოები