ყოველწლიური მრგვალი მაგიდა 2025

10 ივლისი 2025

7 ივლისს, DataSecSchool-ის მონაწილეები, ბიზნესის, აკადემიის, და საჯარო სექტორის წარმომადგენლები ყოველწლიურ მრგვალ მაგიდაზე დასასწრებად შეიკრიბნენ.

 

აღნიშნული ღონისძიება Jean Monnet Module Project-ის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის (EU) მონაცემთა დაცვის პრაქტიკის ირგვლივ დისკუსიების გამართვას.

 

ღონისძიებაზე მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება მონაცემთა დაცვის სფეროში, რაც ხელს უწყობს ამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სფეროს მუდმივ განვითრებას.

 

დღის წესრიგი ფოკუსირებული იყო, როგორც თეორიულ გაგებაზე, ასევე პრაქტიკულ რეალიზებაზე და მოიცავდა სამ ძირითად თემას:

 

  1. ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის განხილვა;
  2. საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის გზების განსაზღვრა;
  3. მონაცემთა დაცვის ქეისები ბიზნესსა და საჯარო სექტორში საქართველოში.

 

ღონისძიება გამოირჩეოდა თანამშრომლური ატმოსფეროთი, მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიებში და წარმოადგინეს თავიანთი შეხედულებები და იდეები. აღსანიშნავია, რომ DataSecSchool-ის ყოველწლიური მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პროფესიონალებისა და მეცნიერების ჩართულობის მნიშვნელობას მონაცემთა უსაფრთხოების სფეროში მათი ცოდნის გაღრმავებაში.