„შეფების ფორუმი“

8 თებერვალი 2023

 

 

7 თებერვალს, პროექტ „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში, „შეფების ფორუმი“ ელიტ ელექტრონიქსის სამზარეულოში გაიმართა.

 

პროექტს კავკასიის უნივერსიტეტი USAID-ის პროგრამასთან - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - თანამშრომლობის ფარგლებში, ბასკეთის კულინარიის ცენტრისა და გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით ახორციელებს. ღონისძიების მხარდამჭერია ელიტ ელექტრონიქსი.

 

„შეფების ფორუმში“ მონაწილეობა მიიღეს შერჩეულმა იმ 10 ადამიანმა, რომლებიც მანამდე „გასტრონომიული ცოდნის ბანაკში“ იღებდნენ მონაწილეობას. მათ წინასწარ მიეცათ დავალება, რომლის მიხედვითაც შეარჩიეს მათთვის სასურველი ერთი კერძი და მოამზადეს იმ ტექნიკების გამოყენებით, რომელიც პროექტის განმავლობაში ისწავლეს. უნდა აღინიშნოს, რომ მონაწილეებს პროექტის ფარგლებში ტრენინგები ორი მიმართულებით ჩაუტარდათ: კრეატიულობა და სერვირება; თანამედროვე ტრენდები და ავანგარდის ტექნიკა.

 

„შეფების ფორუმზე“ მონაწილეებმა თითო-თითო კერძი მოამზადეს და წარუდგინეს შეფებს. შეფებს შორის იყვნენ: ბასკეთის კულინარიული ცენტრის პროფესორი ლუის არუფატი და საქართველოს გასტრონომიული ბიზნეს ასოციაციის ბორდის წევრი დავით ნარიმანიშვილი. ასევე, ის ადამიანები, რომლებიც „გასტრონომიული ცოდნის ბანაკის“ პირველ ეტაპზე ბასკეთის კულინარიული ცენტრის პროფესორების მიერ დასახელდნენ 4 საუკეთესო შეფად.

 

შეფებმა დააგემოვნეს მონაწილეების კერძები და თითოეული მათგანს შესაბამის რეკომენდაციები მისცეს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: USAID-ის პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ - წარმომადგენლები, ასევე რესტორატორები.

 

პროექტი „გასტრონომიული ცოდნის ბანაკი“ 2022 წლის ზაფხულიდან მიმდინარეობს და სამ ეტაპად წარიმართა. მასში მონაწილეობა 32-მა მოქმედმა მზარეულმა, მოყვარულმა თუ გასტრონომიით დაინტერესებულმა ადამიანმა მიიღო.