მედია დიალოგი დემოკრატიისა და მშვიდობისათვის - პროექტის სამუშაო შეხვედრა

29 ოქტომბერი 2019

20-27 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვისა და მედიის სკოლის სტუდენტები - ქეთევან კანთელაძე, ირინა მუგდუსი და ავდინა ჯაოშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის - „მედია დიალოგი დემოკრატიისა და მშვიდობისათვის“ ფარგლებში, სამუშაო შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კიევში, უკრაინაში.

 

შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ პროექტის მონაწილე ქვეყნებში (გერმანია, საქართველო, ბელორუსია, სომხეთი, უკრაინა) არსებული პოლიტიკური და სოციალური მედიის პრობლემების განხილვა.

 

მონაწილეები პროექტის ფარგლებში შეხვდნენ უკრაინის წამყვანი რადიოსა და ტელევიზიების წარმომადგენლებს და ადამიანის უფლებების დამცველებს. მათ  განიხილეს ისეთ საკითხები, როგორიცაა, სიძულვილის ენა და კონფლიქტები. სამუშაო პროცესი ასახულია მონაწილეთა მიერ შექმნილ ვიდეო-მასალებსა და ბლოგებში.