ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი

16 ივლისი 2018
გაცნობებთ, რომ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს.
 
კონკურსის მიზანი:
 
ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.
 
საპროექტო განაცხადის ტიპი:
 
ინსტიტუციური
 
კონკურსის ძირითადი პირობები
 
პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება და პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სქემას:

 
პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
 
 
  • ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება პროექტში ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის ჩართვის შემთხვევაში, არ უნდა აღემატებოდეს წელიწადში 45 000 ლარს. აღნიშნული თანხიდან ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის საგრანტო დაფინანსებისათვის განკუთვნილი უნდა იყოს არაუმეტეს 15 000 ლარისა წელიწადში, ხოლო გამოცდილ მეცნიერთა საგრანტო დაფინანსებისათვის - არაუმეტეს 30 000 ლარისა წელიწადში.  სავალდებულოა, ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის მონაწილეობა პროექტის ყველა საანგარიშო პერიოდში
  • ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება, თუ პროექტში არ არიან ჩართული ახალგაზრდა მეცნიერი(ებ)ი, არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს  წელიწადში
  • დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 5 000 ლარს წელიწადში.
  • ზედნადები ხარჯები - წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 7%-ს.
 
 
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი
 
2018 წლის 20 ივნისი – კონკურსის გამოცხადება დადგენილი წესით
2018 წლის 29 ივნისი, 6 ივლისი, 13 ივლისი  –  ჯგუფური კონსულტაციები
2018 წლის 16 ივლისი – შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა
2018 წლის 27 ივნისიდან 25 ივლისის 16:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია
2018 წლის 27 ივლისის 16:00 საათი – ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა
2018 წლის ივლისი-აგვისტო – რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა
2018 წლის აგვისტო – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ
2018 წლის აგვისტო - დეკემბერი - კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების  შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ
2019 წლის იანვარი – დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან ან/და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა
2019 წლის იანვარი – დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება
2019  წლის  იანვარი – საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება
 
 
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები
 

 

პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები და მასალები:

 

  • კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ - ნიმუში, დანართი 2
  • საპროექტო წინადადება - დანართი 3 (GEO/ENG)
  • ძირითადი პერსონალის ბიოგრაფია - CV - ნიმუში, დანართი 4
  • პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - ნიმუში, დანართი 5
  • პროექტის განხორციელების ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება - ნიმუში, დანართი 6 (GEO/ENG)
  • უცხოელი კონსულტანტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის წერილი პროექტში მონაწილეობის შესახებ - დანართი 7 (ENG)
  • ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 8 (GEO/ENG)
  • თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამოყენების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - დანართი 9  (GEO/ENG)

 

ელექტრონული რეგისტრაციის ბმულები (ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება 27 ივნისს)

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
 
  • პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მთავრობის დადგენილებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს
  • ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტით fr@rustaveli.org.ge 16 ივლისამდე. კითხვებზე პასუხის დოკუმენტი აიტვირთება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
 
კოორდინატორები:
 
ქეთევან გაბიტაშვილი
თორნიკე სხირტლაძე
სალომე შარაშენიძე
გიორგი ბაგაშვილი
თამთა ტურაშვილი
ანა გოგუაძე
 
ტელ: (+995 32) 2200 220 (4016)
 
გისურვებთ წარმატებას!