EFMD-ის მენტორების ვიზიტი უნივერსიტეტში

25 ნოემბერი 2021

24  ნოემბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის - „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“(SQUARE) ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტს EFMD-ის მენტორები კრისტოფ ტერასი (Christophe Terrasse) და ჟან-ბაპტისტ მილარდი (Jean-Baptist Maillard) ეწვივნენ.

 

შეხვედრაზე პროექტის გუნდის წევრებმა, მენტორებთან ერთად განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის განახლებული გეგმა ცოდნის გადაცემის მიმართულებით, რომელიც EFMD-ის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს და კიდევ უფრო სრულყოფის მიზნით, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, კონკრეტული რეკომენდაციები გაუზიარეს

 

პროექტის ეს ფაზა ითვალისწინებს ევროპელი პარტნიორების მიერ კავკასიის უნივერსიტეტის მესამე მისიის აქტივობების გეგმის დასრულებასა და ანგარიშის შემუშავებას

 

შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი მაცაცო ტეფნაძე და საერთაშორისო პროექტების მენეჯერი მარი რუაძე.