ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ შეხვედრა სანტიაგო დე კომპოსტელაში

6 აპრილი 2022

 

 

                                                                          

  

2022 წლის 29-31 მარტს, სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტმა (ესპანეთი), როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში (Role of Universities in the Regional Development - RURD) - მონაწილე უნივერსიტეტმა პროექტის შეხვედრას უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა შეაჯამეს პროექტის განვლილი ეტაპის აქტივობები, წარადგინეს შესაბამისი ანგარიშები, საბოლოო გადაწყვეტილებები პროექტის შემაჯამებელი კონფერენციის შესახებ და დაგეგმეს სამომავლო აქტივობები

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ირენა მელუა და საერთაშორისო პროექტების მენეჯერი აკაკი კაპანაძე.

 

პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

პროექტში ჩართულნი არიან საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში, ასევე, ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.