Erasmus+-ის პროექტის "მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში" ორდღიანი ონლაინ ტრენინგი

16 აპრილი 2022

                                            

 

11 და  15 აპრილს, ევროკავშირის ერასმუს + SQUARE პროექტის ფარგლებში გაიმართა საუნივერსიტეტო მესამე მისიის მორიგი ორდღიანი ონლაინ ტრენინგი, რომელსაც უმასპინძლა კავკასიის უნივერსიტეტმა. ტრენინგს უძღვებოდნენ საფრანგეთის  ხელოვნების ეროვნული კონსერვატორიის წარმომადგენლები.  აღსანიშნავია, რომ  SQUARE ერაზმუს + ეროვნული პროექტია, რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის  სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინატორობით ხორციელდება. 

 

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო პროექტის პარტნიორმა 8 ქართულმა უნივერსიტეტმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა. 

 

ტრენინგი მოიცავდა ისეთ სტრატეგიულ საკითხებს, როგორებიცაა: მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზი, უნივერსიტეტის მესამე მისიის აქტივობების პრიორიტეტიზაცია, სტრატეგიული გეგმის მომზადების მეთოდები და ინსტრუმენტები, ა.შ. ორდღიანი ტრენინგი ეყრდნობოდა მსოფლიოს მასშტაბით მე-3 მისიაზე არსებული თეორიული და კონცეპტუალური ჩარჩოების მიმოხილვას და ტრენერთა ექსპერტულ ცოდნას, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი საფრანგეთის საუნივერსიტეტო მესამე მისიის პროექტებში. ტრენინგზე დასახელდა ის 7 პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირის მასშტაბით უნივერსიტეტების მე-3 მისიის პროექტებს. ესენია: ჯანდაცვა და დემოგრაფია, ბიოეკონომიკა და სურსათის უსაფრთხოება, ენერგოეფექტურობა და მწვანე ტრანსპორტი, რესურსების განაწილება და სოციალური ინკლუზია. ექსპერტებმა ხაზი გაუსვეს მე-3 მისიაში პროექტზე ორიენტირებული სწავლების მიდგომას და საჯარო სექტორის ჩართულობას.

 

პროექტის ფარგლებში მორიგი ტრენინგი მაისში, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.