ერაზმუს+ ჟან მონეს პროგრამების კონკურსის შედეგები

25 აგვისტო 2020

 

 

ერაზმუს + ჟან მონეს პროგრამების ფარგლებში, 2020 წლის კონკურსის შედეგები   გამოცხადდა. კონკურსში კავკასიის უნივერსიტეტის, კერძოდ,  კავკასიის სამართლის სკოლის მიერ წარდგენილმა პროექტმა “ევროკავშირის სამართლებრივი სახე“ გაიმარჯვა.

 

პროექტის მიზანია ევროპულ ფასეულობათა პოპულარიზაცია, ევროკავშირის სამართლის სწავლებით, ამავდროულად, კვლევითი საქმიანობის გაძლიერება, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შედარებით მიმოხილვას, შეფასებას და ასოცირების შეთანმების ვალდებულებათა გათვალისწინებით, რეკომენდაციების მომზადებას ეროვნული სამართლისა და მეცნიერების განვითარებისათვის.

 

პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე. მასში ჩართულნი არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები.

 

პროექტის კოორდინატორია კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი სოფიო შენგელია, თანა-კოორდინატორი კი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ქარდავა.