Erasmus+ ახალი კონკურსი საპროექტო განაცხადებისთვის 2023

6 დეკემბერი 2022

გამოცხადდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ახალი კონკურსი, რომელშიც საპროექტო განაცხადის წარდგენა შეუძლიათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, როგორც აპლიკანტის, ისე პარტნიორი ინსტიტუციის სახელით.

 

აქვე გაცნობებთ, რომ 9 დეკემბერს, თბილისის დროით 13:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო სესია Erasmus+ Capacity Building in Higher Education-თან დაკავშირებით. დეტალებისთვის გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს.

 

საკონკურსო აქტივობა

სტატუსი

დედლაინი

Capacity Building in Higher Education (CBHE)

აპლიკანტი/პარტნიორი

16.02.2023

Erasmus Mundus Design Measures

აპლიკანტი/პარტნიორი

16.02.2023

Erasmus Mundus Joint Master Degrees

აპლიკანტი/პარტნიორი

16.02.2023

Jean Monnet Modules

აპლიკანტი

14.02.2023

Jean Monnet Chairs

აპლიკანტი

14.02.2023

Jean Monnet Centers of Excellence

აპლიკანტი

14.02.2023

Jean Monnet Network on external policy: Values and Democracy

პარტნიორი

14.02.2023

 

უნივერსიტეტის სახელით წარდგენილი პროექტების რაოდენობა შესაძლოა რომ იყოს შეზღუდული. შესაბამისად, წინასწარი კომუნიკაცია და კოორდინაცია მნიშვნელოვანია.

 

საპროექტო წინადადებების მომზადების და წარდგენის სურვილის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მიმართოთ პროექტების მართვის დეპარტამენტს ელ-ფოსტის საშუალებით: grants@cu.edu.ge ან მობრძანდეთ D4 ოთახში.

 

კონკურსის აქტივობებს აქვს განსხვავებული მოთხოვნები და კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს წარდგენილი პროექტი. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული სახელმძღვანელო და ეწვიოთ ბმულს.

 

გისურვებთ წარმატებებს!