„ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“ - სახელმძღვანელოს ონლაინ პრეზენტაცია

1 ივნისი 2021

 

27 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის Erasmus+ ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ (TEESS) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლობით (TPDC) ჩატარდა პროექტის ფარგლებში მომზადებული დამხმარე სახელმძღვანელოს, „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“, ონლაინ პრეზენტაცია. პრეზენტაციას, გარდა ეთნიკური უმცირესობებითა და დევნილებით დასახლებული რეგიონების პედაგოგებისა, ესწრებოდნენ მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა სკოლებიდან.

 

პრეზენტაციაზე სახელმძღვანელოს ავტორებმა ისაუბრეს სკოლებში ევროინტეგრაციული და ევროპასთან ასოცირების საკითხების სწავლების მნიშვნელობის შესახებ. მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ სახელმძღვანელოს სტრუქტურასა და შინაარსს, კონკრეტულ სასწავლო აქტივობებს, რომელიც შესაძლებელია გამოყენებული იყოს ევროპული ასოცირების პროცესების სწავლებისას. პრეზენტაციის მსვლელობისას მასწავლებლებს დაეგზავნათ სახელმძღვანელოს ელ-ვერსიები ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერი განთავსდა  TPDC ფეისბუკ გვერდზე.