გაცნობებთ, რომ ევროკომისიის დაფინანსებით Interreg NEXT Black Sea Basin პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომლის ძირითად მიზანსაც შავი ზღვის ქვეყნების სტრატეგიული თანამშრომლობა და მდგრადი განვითარება წარმოადგენს.
საგრანტო კონკურსი, სტანდარტული და მცირე პროექტების დაფინანსების მიზნით, გამოცხადდა სამი ძირითადი მიმართულებით:
- კვლევითი და ინოვაციური შესაძლებლობების განვითარება და გაძლიერება;
- კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის პრევენციის ხელშეწყობა;
- ბუნების, ბიომრავალფეროვნების და მწვანე ინფრასტრუქტურის დაცვისა და შენარჩუნების ხელშეწყობა.
დეტალური ინფორმაციისთვის, მონაწილეობის პირობებთან და განაცხადების ფორმებთან დაკავშირებით, გთხოვთ ეწვიოთ კონკურსის ვებგვერდს.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 4 ივლისი (16:00 საათი რუმინეთის დროით)
გისურვებთ წარმატებას!